საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ ვახშამს, სახელწოდებით - “ვაშენებთ ხვალინდელ ევროპას".
მთავრობის მეთაურმა სიტყვით მიმართა მიწვეულ სტუმრებს. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა.
მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ასევე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა ბრენდე ბორგემ, ბელგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ალექსანდერ დე კროომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ, ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა, ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და ვაჭრობის ევროკომისარმა ვალდის დომბროვსკიმ, კანადის ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა კრისტია ფრილენდმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.