logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: „ოცნებამ“ გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა!
- +

13 სექტემბერი. 2016. 13:49



ჟურნალისტმა კოკა ყანდიაშვილმა  „ასავალ-დასავალთან" საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ" დაპირება შეასრულა და ქართველი ხალხი ნაციონალების ფაშიზმისგან გაათავისუფლა. აქვე ყანდიაშვილმა გოგა ხაინდრავას ფილმი მოიყვანა მაგალითად და საზოგადოებას მოუწოდა, ნახონ ფილმი, რომელიც ჩვენს უახლოეს წარსულს ასახავს.



„თურმე, „ქართულმა ოცნებამ" დანაპირები ვერ შეასრულა, ხალხი გადააგდო და ათასი სხვა სისულელე - „ნაციონალურმა მოძრაობამ" პიარტექნოლოგიის მეშვეობით დაამკვიდრა.

 

„ოცნებამ" მთავარი დაპირება შეასრულა - გაგვათავისუფლა იმ ფაშიზმისგან, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ერქვა! დაგავიწყდათ, ხალხო, სად ვიყავით, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდებოდა?! სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა გირგვლიანი - დადგა „მშვიდობის ხიდი"! მოკლა ვაზაგაშვილი - დააგო ასფალტი! მოკლა რობაქიძე - ააშენა „პიაცა" და ა.შ. ამის შემდეგ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ?! ნახეთ ხაინდრავას ფილმი და გაიხსენეთ უახლოესი წარსული!" - აღნიშნა, კოკა ყანდიაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner