logo_geo
eng_logo
გაიცანით - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რითმოლოგიური განყოფილების გუნდის წევრები
- +

18 იანვარი. 2024. 15:06

 

 

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტი.

 

რითმოლოგიური განყოფილების გუნდის წევრები:

 

კახაბერ ეცადაშვილი - ცენტრის რითმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის დამფუძნებელი, საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის, ევროპის გულის უკმარისობის ასოციაციისა და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი.

ნიკა ქურიძე - აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ქირურგიის სტაციონარის ხელმძღვანელი, კარდიოლოგი, რითმოლოგი.

მანანა როსტიაშვილი - „ჩაფიძის გულის ცენტრის“ ექთანი.

 

2012 წლიდან აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ფუნქციონირებს რითმოლოგიური განყოფილება.

 

იმავე წელს კლინიკაში განხორციელდა მუდმივი კარდიოსტიმულატორის პირველი იმპლანტაცია. აღნიშნულ პროცედურას მალევე მოჰყვა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის, კარდიორესინქრონიზატორის იმპლანტაციები.

 

დღეისათვის კლინიკაში წარმატებით ხორციელდება ნებისმიერი ტიპის ანტიარითმიული მოწყობილობის იმპლანტაცია, ასევე პაციენტების პოსტოპერაციული მართვა.

 

2013 წლიდან კლინიკაში დაწყებულია სუპრავენტრიკულური არითმიების ინვაზიური ელექტროფიზიოლოგიური კვლევები და რადიოსიხშირული აბლაცია (RFA).

 

სერვისების ჩამონათვალი:

 

  • მუდმივი კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია
  • რითმის ხანგრძლივი მონიტორის - მარყუჟოვანი ჩამწერის (Loop Recorder) იმპლანტაცია
  • კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის (ICD) იმპლანტაცია
  • სამკამერიანი კარდიოსტიმულატორის - რესინქრონიზატორის იმპლანტაცია (CRT-P)
  • რესინქრონიზატორ-დეფიბრილატორის (CRT-D) იმპლანტაცია
  • ტაქიარითმიების კარდიოვერსია (ელექტრული, ფარმაკოლოგიური)
  • ინვაზიური ელეტროფიზიოლოგიური კვლევა
  • არითმიების რადიოსიხშირული აბლაცია.

 

პრაქტიკული მოღვაწეობის პარალელურად, რითმოლოგიური განყოფილების ექიმები რეგულარულად მონაწილეობენ კლინიკაში ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში, ასევე საქართველოს გულის რითმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და შეხვედრებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner