„გამოძვრნენ??? არა, ამომძვრალები იყვნენ, უბრალოდ ახლა უფრო მეტად ასისინდნენ და თავისი აზრით კახა კალაძეს შეუტიეს. რამდენი ამათზე გაცილებით ძლიერები და პროფესიონალები ჰყავს არ გატარებული და მოგერიებულ კახა კალაძეს ვინ მოთვლის“, -ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რადიკალური ოპოზიციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„გამოძვრნენ??? არა, ამომძვრალები იყვნენ, უბრალოდ, ახლა უფრო მეტად ასისინდნენ და თავისი აზრით, კახა კალაძეს შეუტიეს. რამდენი ამათზე გაცილებით ძლიერები და პროფესიონალები ჰყავს არგატარებული და მოგერიებულ კახა კალაძეს, ვინ მოთვლის (ეს თუნდაც ფეხბურთში)! რაც შეეხება პოლიტიკას, არც ეს გაუჭირდება, თუმცა რა პოლიტიკა რის პოლიტიკა, ესენი ხომ ჩვეულებრივი მავნებელ-გადამგდებები არიან, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პოლიტიკა ცბიერებისთვის, მევახშეებისა და მოღალატეების ნავსაყუდელია. ძალიან ცდებიან და ამის დადასტურება ძალიან მალე არჩევნებზე მოხდება, 5% ბარიერის გადალახვა ადვილი ჰგონიათ ან სულაც ნაციონალების 5 ნომერი, რომელსაც ხან აქედან მიეტმასნებიან და ხან იქიდან!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.