„სააკაშვილის დაფრთიანებული ბანკირი იყო წლების განმავლობაში, არაერთი ბინძური ფინანსური მაქინაციის ავტორია და ახლა, პოლიტიკას შეაფარა თავი, საკუთარი ნაძირლობების გადასაფარად“, - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე მამუკა ხაზარაძის თაობაზე, რომელმაც Facebook-ზე თბილისის მერის ვიდეო გაავრცელა სათაურით „ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში“.
ქადაგიძის თქმით, მამუკა ხაზარაძე „ნამუსახდილი“ წარსულის მქონე პიროვნებაა, რომელსაც არც მომავალში „ემუქრება“ გაცისკროვნება.
„რატომ ჰგონია თაღლით მევახშეს, რომ მისი წარსული დავიწყებული იქნება ქართული საზოგადოების მხრიდან?! სააკაშვილის დაფრთიანებული ბანკირი იყო წლების განმავლობაში, არაერთი ბინძური ფინანსური მაქინაციის ავტორია და ახლა, პოლიტიკას შეაფარა თავი, საკუთარი ნაძირლობების გადასაფარად. მოკლედ, თავისუფლად შეიძლება ხაზარაძეზე ითქვას - „ნამუსახდილი“ წარსულის მქონე პიროვნებაა, რომელსაც არც მომავალში „ემუქრება“ გაცისკროვნება,“ - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუკზე.