logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: გაღრმავდება თანამშრომლობა მეზობელ, რეგიონისა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან
- +

13 სექტემბერი. 2016. 13:51


 

 

პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მეზობელ და რეგიონის სახელმწიფოებთან ურთიერთობების განმტკიცებასა და სტრატეგიული პროექტების განვითარებას ეხება.

 

„რეგიონის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მიმართებაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია არებული ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავება და საქართველოს ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის პოპულარიზაცია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი აბრეშუმის გზის ფარგლებში ინკლუზიური, კონკურენტული და ეფექტიანი რეგიონული პროექტების განხორციელებას ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ასევე ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. მეზობელ სახელმწიფოებთან, შავი და კასპიის ზღვის რეგიონის, ასევე ევროპისა და აზიის ქვეყნებთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი შემდგომი განვითარების მიზნით:

 

- გაღრმავდება თანამშრომლობა მეზობელ, რეგიონისა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან;

 

- გაღრმავდება თანამშრომლობა უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროინტეგრაციის საკითხებზე;

 

- გაგრძელდება ეფექტიანი თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორ ქვეყნებთან;

 

- გაფორმდება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან;

 

- გააქტიურდება ძალისხმევა საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივ დონეზე პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა სექტორული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობების დასამყარებლად", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner