logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საშუალებას აძლევს, გახდეს რეგიონული ჰაბი
- +

18 იანვარი. 2024. 17:52

 

 

„საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს, როგორც საჰაერო, საზღვაო, ასევე სახმელეთო ჰაბი. ეს რესურსი ქართულმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის “ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა, რომელმაც კომენტარი გააკეთა ქვეყნის ხელისუფლების მცდელობაზე განავითაროს საქართველოსა და ჩინეთის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები.

 

როგორც ის აცხადებს, ქვეყანაში არსებული მშვიდობისა და სტაბილურობის ფონზე, საქართველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონული ჰაბი.

 

„ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოს საშუალებას აძლევს გახდეს რეგიონული ჰაბი. ჩვენს ქვეყანას ეს შესძენს მეტ საერთაშორისო დატვირთვას, დამოუკიდებლობის ხარისხს. საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს, როგორც საჰაერო, საზღვაო, ასევე სახმელეთო ჰაბი. ეს რესურსი ქართულმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში (სწორედ ამაზეა პოლიტიკური სწორება) ეს შესაძლებლობები ოპოზიციური სპექტრის სურვილის მიუხედავად, აუცილებლად იქნება გამოყენებული. როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ასევე ჩინეთთან სტაბილური ურთიერთობა, სხვადასხვა პარტნიორთან თანამშრომლობა ამ მშვიდობის ფონზე, რომელიც დღევანდელი ხელისუფლების მონაპოვარია, ნამდვილად აძლევს შესაძლებლობას ქვეყანას წავიდეს წინ, განვითარდეს და იმის თქმა, რომ ეს არის ანტიდასავლური განწყობები, ან არის რუსული ხელწერა, უბრალოდ პოლიტიკური უვიცობის კიდევ ერთი დადასტურებაა და მეტი არაფერი“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner