logo_geo
eng_logo
ალექსანდერ ვუჩიჩი: ირაკლისთან მიმართებით ერთი რამ მინდა დავამატო - მან ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა სტრატეგიულ დონემდე აიყვანა. მას მალე დაუსვამენ იმავე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ, - ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან?
- +

18 იანვარი. 2024. 18:08

 

 

„ირაკლისთან მიმართებით ერთი რამ მინდა დავამატო. მან ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა. მას მალე დაუსვამენ იმავე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ, - ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან?“ - ამის შესახებ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვუჩიჩმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ევრაზიის ახალი განთიადი?“ გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, მას იოლად და წარმატებით ვერ გამოუვა ქვეყნის განვითარება ჩინეთიდან ინვესტიციების გარეშე.

 

„ირაკლისთან მიმართებით ერთი რამ მინდა დავამატო. მან ბრძანა, რომ ჩინეთთან ურთიერთობა ახალ განზომილებაში გადაზარდა და სტრატეგიულ დონემდე აიყვანა. მას მალე დაუსვამენ იმავე კითხვებს, რასაც სულ მისვამდნენ, - ამას რატომ აკეთებ, ჩინეთთან უფრო ახლოს ხარ თუ ევროკავშირთან? მან [ირაკლი ღარიბაშვილმა] თავისი ქვეყნის სასიკეთოდ უნდა იმუშაოს. მას იოლად და წარმატებით ვერ გამოუვა ქვეყნის განვითარება ჩინეთიდან ინვესტიციების გარეშე, მათთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობის გარეშე. ევროპაში ეს უნდა შეიგნონ!  ევროკავშირში ამ საკითხის გაცნობიერება უნდა მოხდეს, განა წნეხი იქონიონ მასზე [ირაკლი ღარიბაშვილზე], ჩემზე ან სხვაზე, რადგან მე არ წავართმევ ჩემს ქვეყანას იმის შანსს, რომ ჩინეთიდან მომდინარე ინვესტიციები - სერბეთში ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების 30% - მიიღოს! ამის უფლება არ გამაჩნია! ევროპიდან მომდინარე ინვესტიციების - სერბეთში ჯამურად განხორციელებული ინვესტიციების 60% თუ 65% - წინააღმდეგ რაიმეს გაკეთების უფლება მაქვს? არა, და არც ოდესმე ვიტყვი უარს. ყოველთვის მადლობელი ვიქნებით და ყოველთვის დავაფასებთ ამ დახმარებას. მხოლოდ ერთ რამეს ვითხოვთ - გვქონდეს არჩევანის თავისუფლება და ის ვაკეთოთ, რაც შეგვიძლია ჩვენი ქვეყნებისთვის. სულ ესაა. მიმაჩნია, რომ, თუ ამას მოვახერხებთ, ნათელი მომავალი გვექნება“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner