logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: დედაქალაქის ბიუჯეტს გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც
- +

18 იანვარი. 2024. 18:47

 

 

თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე წერეთლის გამზირის ირგვლივ გავრცელებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „დედაქალაქის ბიუჯეტს, გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც“

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, შეწყვეტილია ხელშეკრულება, მოძიებულია ახალი 4 კომპანია და სამუშაოები დადგენილ ვადაში ჩატარდება.

 

„თებერვალი დადგაო, ხეში წყალი ჩადგაო...

თუმცა, როგორც ჩანს, ნაწილი ოპოზიციონერების თავში წყალი იანვარში ჩადგა, აბა, სხვა რას უნდა მივაწეროთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რაც წერეთლის გამზირთან დაკავშირებით ატეხეს? გასაგებია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი არ წაგიკითხავთ, არც ტენდერის პირობები და არც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება, მაგრამ ჯერ რომ ობიექტის ჩაბარების ვადა, ანუ, 1 თებერვალი არ დამდგარა, არც ეგ არ იცით? თუ კალენდარიც არ გაქვთ? დედაქალაქის ბიუჯეტს გამზირის რეაბილიტაცია ზუსტად იგივე თანხა უჯდება, რაც თავიდანვე იყო გათვალისწინებული, არცერთი თეთრით მეტი და თუ ჯარიმების თანხას გავითვალისწინებთ, შეიძლება უფრო ნაკლებიც კი! არსებული რეალობიდან გამომდინარე, როცა შეწყვეტილია ხელშეკრულება, მოძიებულია ახალი 4 კომპანია და სამუშაოები დადგენილ ვადაში ჩატარდება, თქვენ რას აპროტესტებთ? უპასუხისმგებლო კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტას? ტენდერით დადგენილ ვადებში და პირობებში წერეთლის გამზირის განახლებას? კანონი წაიკითხეთ, ტენდერის პირობებიც და ჩამოყალიბდით, რას ითხოვთ ან რას აპროტესტებთ. რაც შეეხება კახა კალაძეს, რაც მას საქართველოსთვის და თბილისისთვის აქვს გაკეთებული, იმის მემილიონედს რომ გააკეთებთ, მერე აღარ გექნებათ ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების სურვილი!“ - წერს ბოჟაძე facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner