"როდესაც ხდება დასავლეთისა და ჩინეთის ურთიერთობების შეფასებები, ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს ურთიერთობები არის ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი - სულ ახლახან იყო ევროკავშირისა და ჩინეთის უმაღლესი დონის სამიტი" , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებს დიდი და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ ჩინეთთან. საუბრობენ ამ ურთიერთობების გაღრმავებაზე და ზუსტად ამაზე საუბრობს საქართველოც. ამიტომ აქ განსხვავება არაფერია. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ამ ყველაფერს ჩრდილი მიაყენონ, არიან მავნებლები. იმედი მაქვს, თითო ოროლა ადამიანი მაინც არის ოპოზიციაში შემორჩენილი, რომელსაც საღად ესმის, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.