"არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება ხელმოცარულ ოპოზიციას და უსუსურ მცდელობას, რაღაც ახალი შესთავაზონ მოსახლეობას, კარგად ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს, ხალხმა იცის, ვის რა წარსული აქვს. კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს დღეს ქვეყანაში.
არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის, საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მოწინააღმდეგე ძალა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ან ახალი „ნაცმოძრაობის“, როგორიცაა მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება, ან სხვა პატარა ლუზერების. ისინი ცდილობენ, გაერთიანდნენ ამით გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩემთვის არ არის საინტერესო ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზიციის მცდელობები, ჩემთვის მთავარია ქვეყანაში მშვიდობა იყოს სტაბილურობა და განვითარება“, - აღნიშნა პრემიერმა.