logo_geo
eng_logo
ჯანდაცვის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს
- +

18 იანვარი. 2024. 21:08

"ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება," - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

 

 

მათივე განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას, ორგანიზაციებმა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.

 

 

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner