logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ 11 ფრაქცია-პოლიტიკური ჯგუფია პარლამენტში, ეს არაა მრავალფეროვნება, ეს არითმეტიკული მრავალფეროვნებაა, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფია ოპოზიციაში
- +

18 იანვარი. 2024. 23:21

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მოვლენაა და 11 ფრაქცია-პოლიტიკური ჯგუფი გვაქვს ჩვენ დღეს პარლამენტში, სინამდვილეში ეს არ არის მრავალფეროვნება, ეს არის არითმეტიკული მრავალფეროვნება, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი არის ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ფლანგი, „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფასი და ღირებულება აქვს პლურალიზმს, მრავალფეროვნებას.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული მოვლენაა და 11 ფრაქცია-პოლიტიკური ჯგუფი გვაქვს ჩვენ დღეს პარლამენტში, სინამდვილეში ეს არ არის მრავალფეროვნება, ეს არის არითმეტიკული მრავალფეროვნება, რომ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფია ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ფლანგი, „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჯობია და უფრო კეთილსინდისიერები იქნებიან ისინი, რომ გამოვიდნენ ერთიანი სიით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რაც გაკეთეს კიდეც. დღეს ამ დაშლილებში ვინ არიან, რომ შეხედოთ, „რესპუბლიკური პარტია“ ვისი სიით შემოვიდა პარლამენტში, ახლა რომ ვითომ ცალკე არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ სიით შემოვიდა. შეხედეთ შიგნით რა ხალხია. ის ხალხი, ვინც „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში იყო, დღეს „ლელოს“ სახელით გველაპარაკება, ზოგი „რესპუბლიკელების“ სახელით, ზოგი ვისი და ზოგი – ვისი სახელით. ამიტომ თავი დაანებონ საქართველოს მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას, დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი, დადგნენ პატიოსნად, „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ჩაეწერონ და გამოვიდნენ არჩევნებზე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner