logo_geo
eng_logo
შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

12 მარტი. 2016. 10:08


 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული იური კ. ზუგდიდში დააკავეს.



სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „გლოკის" ტიპის სხვადასხვა მოდელის 5 პისტოლეტი და 61 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.


დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით).




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner