logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საპატიმრო უფლებების დარღვევა, რაზედაც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ სააკაშვილი და მისი მომხრეები, აღმოჩნდა მტკნარი ტყუილი
- +

19 იანვარი. 2024. 10:15

 

 

საპატიმრო უფლებების დარღვევაზე, რაზედაც ამდენი ხნის განმავლობაში საუბრობდნენ სააკაშვილი და მისი მომხრეები, აღმოჩნდა მტკნარი ტყუილი, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ საკითხზე ყოველგვარ ინსინუაციას წერტილი დაესვა.

 

„რაც შეეხება რამდენიმე რეკომენდაციასთან დაკავშირებულ საკითხს, ეს უკავშირდება იმას, რომ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის დროს, არ აქვს პატიმარს შესაძლებლობა სხვა პატიმართან ურთიერთობის. ეს უსაფრთხოების ზომებიდან არის გამომდინარე, იმ ფონზე როდესაც ეს არ არის საპატიმრო დაწესებულება, არამედ არის კლინიკა და იქ არის განსაკუთრებული ზომები. ამიტომ არავითარი ინტერპრეტაციის საშუალებს ეს არ იძლევა და წერტილი დაესვა ყოველგვარ ინსინუაციებს“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner