logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: მიუხედავად იმისა, რომ სალამი ღვთისაა, რომ არა სოც. ქსელი, ბევრ თქვენგანს გამარჯობასაც არ ვეტყოდი
- +

19 იანვარი. 2024. 10:43

 

 

პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: 

 

„SOS!

 

ბოლო გაფრთხილება!

 

ვინც ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, სასწრაფოდ დატოვეთ ჩემი "სამეგობრო" .

 

მიუხედავად იმისა, რომ სალამი ღვთისაა, რომ არა სოც. ქსელი, ბევრ თქვენგანს გამარჯობასაც არ ვეტყოდი.

 

არც თმენის ვალდებულება მაქვს და ვერც მენტალობას ავიმღვრევ თქვენი გაუგონარი უვიცობით, აგრესიით და ქაჯობით.

 

ვინც ასე არ მოიქცევით, უთავმოყვარეობაში ჩამოგართმევთ. ასე რომ, ანტიველქამ”, - წერს ლალი მოროშკინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner