ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ღია წერილივით კახა კალაძეს!
ძმაო, კახა, პირდაპირ დავიწყებ, არავითარი შესავალი და მიეთ-მოეთი.
ვუყურებ წერეთლის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს და ვრწმუნდები, რომ თავიდანვე უნდა დაგერეკა გიგილო უგულავასთან.
რატომ?
იმიტომ, რომ უნდა მოგეწვია და მაგ შენ წერეთლის გამზირს ერთ კვირაში თუ არა, მაქსიმუმ, ერთ თვეში მაინც მოაყომარებდა.
რა გიკვირს?
მაგან აღმაშენებლის გამზირი, როგორც ,,ჭუტავიზიელები'' იტყვიან ხოლმე, ერთ კვირაში ,,მოაბილიტირა''. ბიჭო, დაყარე ასფალტი, ,,დააკატოკე'', აქეთ-იქიდამ გიფსოები ააკარ და ეგ არი, ამოდონა ჟანგიანი მილები რომ ამოყარე და იძახი, წყალგაყვანილობა და კანალიზაცია უნდა შევცვალოო, ეგ სადაური წესია? რა, არ იცოდი, რომ ხანდაზმული თაღლითები და მათთან გათანაბრებული პირები ერთ ამბავს აგიტეხავდნენ?
იცოდი, როგორ არ იცოდი, მაგრამ მაინც შენი გაიტანე და ეგე, ხომ გედავებიან?!
ახლა მკითხავ, აქეთ-იქიდამ გიფსოები რომ ამეკრა, მერე ხომ ჩამოცვივდებოდაო?
დიახ, რასაკვირველია, წვიმა როგორც კი დაასველებდა, ჩამოცვივდებოდა, ფოტოზე კი ხედავ, მაგრამ მანამდე ტაშს ხომ დაგიკრავდნენ?
როცა ეგ გიფსოები ჩამოცვივდებოდა, იმ პერიოდში ან ვირი იქნებოდა, ან ვირის პატრონი, ნეტაი შენა, ეგ ვიღას გაახსენდებოდა?
მე მოვესწარ, როგორი მედიდური გამომეტყველებით გახსნა აღმაშენებლის გამზირი გაბრექილმა გიგილო უგულავამ, ტაშიც დაუკრეს, კვერიც, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა, ამაზე პასუხი აგო? ამაში მილიონები რომ გადაყარა, პასუხი აგო?
არ აგო და ეს არც არავის ახსოვს, ცოტა ხანს კი მიაბრძანეს ვირის აბანოში, მაგრამ სალომე ბაბომ შეიწყალა, ვითომ ქვეყნის სტაბილურობის გამო.
რა ქვეყნის სტაბილურობა?
გიგილო ციხეში რომ მჯდარიყო უამრავი დანაშაულის, თუნდაც ამის გამო, ფოტოზე რომ ვხედავთ, თუნდაც ცოლის დუნდულების ოპერაციების გამო, ამ ქვეყანას არასტაბილურობა დაემუქრებოდა?
ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ეგ მხოლოდ ვიღაცის დავალება იყო და სალომე ბაბომაც მოიგონა ზღაპრები კაი მაყუთის სანაცვლოდ.
აბა, როგორ?
ქალმა მას მერე დაიბწკვინა ბეწვი!
ძმაო, კახა, ხუმრობა იქით იყოს... რასაც აკეთებ, კარგად აკეთებ, თუ ვინმე ვერ დაინახავს, არც ეგ არი პრობლემა, უმადურები ყოველთვის იყვნენ, არიან და კვლავაც იქნებიან, ზოგიერთი სასამართლოშიც გავარდება, კალაძემ ჩემი პატივი და ღირსება შელახაო, გეგონება ან პატივი ჰქონდეს, ან ღირსება. თვითონ რომ ულახავენ სხვას პატივსა და ღირსებას, ეგ არაფერი, ეგ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა.
ჰა, ჰა, ჰა!
ეგრე იციან ხოლმე, ჩვენ რომ ვადანაშაულებთ ჰარიჰარალოზე, ეგ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებააო, თუ აქეთ შემოგვიტევთ, ეგ პატივისა და ღირსების შელახვააო.
ეგრეა, ვისაც რა აკლია, ყურადღებას იმაზე ამახვილებს!
ეგ არი, მოვრჩი.
ეს ფოტო იმიტომ გამოვიტანე სააშკარაოზე, რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ზოგიერთ გზააბნეულს, როგორი აღმშენებლობა იყო სააკაშვილს-უგულავას ზეობის ხანაში”, - წერს გელა ზედელაშვილი.