ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ბურჭულაძემ, ბუნებრივია, ქველმოქმედებით ხალხის დადებითი დამოკიდებულება დაიმსახურა, მაგრამ უკვე ცხადი გახდა, რომ ბურჭულაძის პარტია მეორე „ნაციონალური მოძრაობაა",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრამა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ქანთარიას განცხადებით, პაატა ბურჭულაძემ თავის პარტიას და გვერდით მდგომ ადამიანებს უღალატა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მას ეეჭვება, აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებზე წარმატებას მიაღწიოს.
„ყალბია თვითონ პარტიის შექმნა, პოლიტიკაში ბურჭულაძის გამოჩენა, რომელიც 60 წელს გადასცილდა და საზოგადოებისთვის ხმა არ ამოუღია. თავის პროფესიაში ყველა პატივს ვცემდით, გვიხაროდა, რომ ასეთი მომრერალი გვყავდა, თვითონ კი ამბობდა ხანდახან, რუსული ბანი ვარო, მაგრამ მაინც ქართველი კაცი იყო. უცბად დაავალეს და ჩასვეს პროექტში, რომ უნდა გადაარჩინოს ქვეყანა. ეს იმდენად ყალბია, ხელოვნურია, რომ ძნელი იყო ამის დაჯერება. ბურჭულაძემ, ბუნებრივია, ქველმოქმედებით ხალხის დადებითი დამოკიდებულება დაიმსახურა, მაგრამ უკვე ყველაფერი ცხადი გახდა, რომ ბურჭულაძის პარტია მეორე „ნაციონალური მოძრაობაა".
პაატა ბურჭულაძეს გაჰყვა რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თავიანთი ბიოგრაფია ჰქონდათ -მერაბ მეტრეველი, ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე. გადაჰყვნენ ბურჭულაძეს, ფონდიდან მოყოლებული გვერდიდან არ მოსცილებიან. ბურჭულაძემ კი გადააგდო ეს ხალხი. შეეკრა იმ ჯგუფს, რომელიც უფრო სარფიანად ჩათვალა. ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის საკმაოდ ნათელია და მეეჭვება, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ საპარლამენტო არჩევნებზე",- განაცხადა ქანთარიამ.