უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ დაფინანსების შეკავებით ევროკავშირი ვერ აიძულებს უნგრეთს შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებებთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.
18 იანვარს, ევროპარლამენტმა მიიღო არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროკავშირს, შეაჩეროს შემდგომი დაფინანსების გამოყოფა უნგრეთისთვის, სანამ უნგრეთის მთავრობა არ დააკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რომელიც მიმართულია კანონის უზენაესობის ეროზიის შეჩერებაზე.
"ამ საკითხებთან დაკავშირებით ფინანსურად ვერ დაგვაშანტაჟებენ", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
"არანაირი თანხა არ დაარწმუნებს უნგრეთის მთავრობას, შეცვალოს თავისი პოლიტიკა თავშესაფრისა და LGBTQ უფლებების შეზღუდვის შესახებ", - დასძინა ვიქტორ ორბანმა.