logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს
- +

19 იანვარი. 2024. 14:59

 

 

ხელისუფლებას ნამდვილად აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ გამარჯვებისთვის რეალურად იფიქროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„აშკარად იკვეთება, რომ მომავალი არჩევნებისთვის ხელისუფლებას, მმართველ პარტიას გააჩნია პოზიტიური დღის წესრიგი, რომელიც არის კონკრეტულ საქმეზე, მიღწევებზე დამყარებული და რომელიც არის აგრეთვე კონკრეტული სამომავლო გეგმებით გაჯერებული. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას ნამდვილად აქვს იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომ მან გამარჯვებისათვის რეალურად იფიქროს. ოპოზიცია არის დაშლილი „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა და სხვა დანაყოფებად, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობის გამო დაიშალნენ და დღეს ფუჭ მოძრაობაში არიან იმასთან დაკავშირებით, გაერთიანდებიან თუ არა ისევ. ოპოზიციის ეს მდგომარეობა უპირველეს ყოვლისა გამოწვეულია იმით, რომ მათ თავიდან ბოლომდე დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული პოზიცია და პოლიტიკა აირჩიეს“,- აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

მმართველი პარტია მომავალ არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციის გეგმები მარცხისთვის განწირულია. ამ ფონზე კი ოპოზიცია ისევ გაერთიანებას ცდილობს, თუმცა ყველა მცდელობა ჯერ უშედეგო აღმოჩნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner