logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: გეგმები ჩაუვარდათ, განიცადეს ფიასკო და ახლა მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
- +

19 იანვარი. 2024. 17:21

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებას კანონზომიერს უწოდებს.

 

„ეს ადამიანები ბოლო წლების განმავლობაში მთელ ენერგიას ხარჯავდნენ იმაზე, რომ დაეზიანებინათ საქართველოს ევროინტეგრაცია და იქნებ ამით რაღაც საკუთარი სარგებელიც ეპოვათ. ეს გეგმები მათ ჩაუვარდათ, განიცადეს ფიასკო და ახლა მხოლოდ ის დარჩენიათ, რომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სწორედ ამ პროცესებს ვხედავთ ახლა „ნაცმოძრაობაში“ და რადიკალურ ოპოზიციაში. როგორც ჩანს, კრიზისი და დაპირისპირება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

ზუგდიდის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების ყოფილი თანაშემწე ანა წითლიძეს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მაია კუკავას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს. ამის მიზეზად ის პოლიტიკურ შეხედულებას ასახელებს. კუკავა ნიკა მელიას მხარდამჭერია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner