logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში არის მართლმადიდებელი ეკლესია მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით. ამიტომაც, ებრძვიან მას ასე გაშმაგებით
- +

19 იანვარი. 2024. 19:57

"სახელმწიფოს წინააღმდეგ, ერის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება ავტორიტეტების გაქრობა," - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე. როგორც მან აღნიშნა, ასეთი ავტორიტეტი საქართველოში არის მართლმადიდებელი ეკლესია მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით.

 

 

„ყველაზე დიდი ავტორიტეტი საქართველოში არის მართლმადიდებელი ეკლესია მისი უწმინდესობის ხელმძღვანელობით. მისი პიროვნული ავტორიტეტი კიდევ ცალკე ფენომენია და საქართველოს ეკლესიასთან ერთად, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ეს არის ხელშეუვალი სიმაღლე და სიწმინდე და სწორედ ამასთან ბრძოლაა ანტისაეკლესიო და ანტისახელმწიფოებრივი ძალების ამოცანა. ამიტომაც, ებრძვიან ასე გაშმაგებით და შემთხვევითი არაა, თუ საიდან ფინანსდებიან (ამ შემთხვევაში ნატა ფერაძე) ისინი - მათ იგივე ფონდები აფინანსებენ, რომლებიც აფინანსებენ „დროას“, ჯაფარიძის „გირჩს" და არაერთ ასეთ ანტისახელმწიფოებრივ ორგანიზაციას. მთლიანად, ესაა ერთგვარი ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი „ენჯეო“ სექტორი და ეს არაა მარტო ნატა ფერაძე და მისი მფარველები“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

მანვე რელიგიური გრძნობების შელახვის ერთი შემთხვევა გაიხსენა, როდესაც ქობულეთში მშენებარე მედრესეს კართან ღორის თავი მიაჭედეს. მისი თქმით, ეს იყო შეურაცხყოფა მუსლიმი თანამოქალაქეების რელიგიური გრძნობების. „ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი და მაშინ დაირაზმნენ მთელი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, გამოდიოდნენ, ლაპარაკობდნენ და ახლა არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია. არადა, საუბარია იმაზე, რომ მთავარ სალოცავ ტაძარში შევიდა ადამიანი და შეურაცხყოფა მიაყენა იქ დაბრძანებულ სიწმინდეს, წმინდა მატრონას ხატს. ეს არის შეურაცხყოფა ეკლესიის, რელიგიური გრძნობების, ყველა ქრისტიანის და ყველა მორწმუნის.

 

 

არც ერთ მათგანს არ ამოუღია ხმა, პირიქით, დადგნენ ნატა ფერაძის დაცვაში და შეეცადნენ ყურადღება გადაეტანათ სხვა თემაზე - რატომაა სტალინი გამოსახული. ესაა მათი ორმაგი ფარისევლობისა და ანტიეროვნულობის გამომხატველი. ეს კარგად ჩანს, ისევე, როგორც გამოჩნდებოდა მათი დონორების ქცევაში, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო რომელიმე სხვა კონფესიის მიმართ ხმას ამოიღებდნენ. კარგად დავინახავთ ამას 17 მაისსაც, როგორ დაირაზმება ყველა და როგორ დაიწყებენ დაცვას აღლუმისას (ლგბტქ+), რათა მათ მიმართ არავინ არაფერი თქვას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner