logo_geo
eng_logo
Bloomberg: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო
- +

19 იანვარი. 2024. 20:00

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის განხილვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

ინფორმირებული წყაროების ცნობით, პოტენციური ზომები შეიძლება მოიცავდეს ახალ სასანქციო სიებს, უფრო მეტ სავაჭრო შეზღუდვებსა და მოსკოვის მუდმივი მცდელობების აღკვეთას, გვერდი აუაროს ევროკავშირის სანქციებს როგორც მესამე ქვეყნების, ასევე ევროკავშირის ფარგლებში არსებული კომპანიების მეშვეობით.

 

 

შესაძლო სანქციები განიხილეს ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე ოთხშაბათს, სადაც წევრი ქვეყნები საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმარონ კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ მომდევნო თვემდე სანქციების მე-13 პაკეტზე შეთანხმების მიღწევა ადვილი არ იქნება, რადგან წინა პაკეტს კვირების განმავლობაში მოლაპარაკებები დასჭირდა.

 
right_banner right_banner
არქივი
right_banner