"ამ უდიდესი გამოწვევების ფონზე, ჩვენ, ქვეყანას მშვიდობა მოვუტანეთ" - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობა შეგვენარჩუნებინა ამ ქვეყანაში, რამაც მოიტანა ეკონომიკური წარმატება, უმუშევრობის შემცირება, შიდა პროდუქტის ორნიშნა ზრდა და ახალი ბიზნესების გახსნა. დღეს ხელისუფლება არის ძლიერი, წელში გამართული, ხელისუფლება გასაგები ენით მეტყველებს და ესაუბრება პირველ რიგში საზოგადოებას. პირუკუ უნდა შევხედოთ ოპოზიციის დღევანდელ მდგომარეობას. დღეს ოპოზიცია არის ძალიან სუსტი. იგი გაუგებარი ენით ესაუბრება თავის ამომრჩეველს.“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.