logo_geo
eng_logo
Le Monde: კორუფციის საქმეებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების დაშინება აფერხებს ზელენსკის მთავრობის ძალისხმევას უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის რეფორმების გატარების კუთხით, რასაც ევროკავშირი მოელის
- +

19 იანვარი. 2024. 20:18

"კორუფციის საქმეებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლების დაშინების ბოლოდროინდელი ფაქტები აფერხებს ზელენსკის მთავრობის ძალისხმევას უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის რეფორმების გატარების კუთხით, რასაც ევროკავშირი მოელის," - წერს ფრანგული გაზეთი Le Monde სტატიაში სათაურით უკრაინაში გამოძიება დაიწყო ჟურნალისტების დაშინების ფაქტზე.

 

 

14 იანვარს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის გამოძიებით ცნობილი ჟურნალისტის, იური ნიკოლოვის სახლს სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები ესტუმრნენ, რომლებმაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.

 

 

ორი დღის შემდეგ, სამიზნე გახდა საგამოძიებო მედიასაშუალება Bihus.Info. ტელეგრამის ანონიმურ არხზე გავრცელდა მაკომპრომეტირებელი ვიდეომასალა, რომელიც მიზნად ისახავდა საგამოძიებო მედიასაშუალების ჟურნალისტების მუშაობის დისკრედიტაციას.

 

 

უკრაინის სამოქალაქო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, მკაცრად დაეგმო გამომძიებელი ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები.

 

 

"ჩვენ მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, გაითვალისწინონ სიტუაციის სერიოზულობა და სწრაფად გამოავლინონ ჟურნალისტების წინააღმდეგ დევნისა და თავდასხმების ორგანიზებაში მონაწილე პირები და პასუხისგებაში მისცენ ისინი", - ნათქვამია მედიარუხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც აერთიანებს წამყვან უკრაინულ მედიასაშუალებებს.

 

 

ოთხშაბათს, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო Bihus.Info-ს საქმეზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "დამოუკიდებელი და პროფესიული მედიის გამჭვირვალე და შეუფერხებელი მუშაობა უკრაინის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების მნიშვნელოვანი პირობაა".

 

 

იმავე საღამოს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ "ჟურნალისტებზე ზეწოლა მიუღებელია".

right_banner right_banner
არქივი
right_banner