logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: „ნაციონალებს“ პროვოკაცია არ გამოუვათ!
- +

13 სექტემბერი. 2016. 14:10



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობისგან" საპარლამენტო არჩევნების დღეს ან მის შემდგომ უნდა ველოდოთ პროვოკაციებს. ქანთარიამ ასევე აღნიშნა, რომ  8 ოქტომბერს „თუ რამე გადაცდომას ექნება ადგილი, კანონი ჩაერევა და დამნაშავეები პასუხს აგებენ ყველა ქმედებაზე".



„ჯერ კიდევ პარლამენტში ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი, როგორმე სახელისუფლებო დერეფნებში თავი შეყონ  - მოაწყონ არჩევნების დღეს ან შემდეგ პროვოკაცია, დაძაბონ სიტუაცია და გადაიტანონ ქაოსში. „ნაციონალებს"  პროვოკაცია არ გამოუვათ, რადგან სხვა ხელისუფლებაა. მათ ეს ამბავი ჩაეშლებათ. თუ რაიმე გადაცდომა იქნება „ნაციონალური მოძრაობის" ან რომელიმე სხვა პარტიის მხრიდან, კანონი ჩაერევა და დამნაშავეები პასუხს აგებენ ყველა ქმედებაზე",- განაცხადა ქანთარიამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner