logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ ეკონომიკური ზრდის იმ სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს
- +

19 იანვარი. 2024. 20:25

"შეხვედრებზე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ჩინეთის მხარე მზად არის არა მხოლოდ რაოდენობრივად გაზარდოს საქართველოდან იმპორტირებული პროდუქცია, არამედ ასევე გააფართოოს იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის იმპორტირებაც ხდება ჩინეთში საქართველოდან, "- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

 

 

ჩინეთში დიდი ყურადღებით უყურებენ იმ პროცესებს, რომელიც ჩვენს ეკონომიკაში მიმდინარეობს. ისინი პოზიტიურად აღიქვამენ იმ ეკონომიკური ზრდის სიჩქარესა და ტემპს, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფონზე ორ სახელმწიფოს შორის იქნება ძალიან ბევრი საკითხი, რომელიც კიდევ უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს საქართველოს მოსახლეობას“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner