logo_geo
eng_logo
ერდოღანმა ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა
- +

19 იანვარი. 2024. 21:32

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს „დღევანდელი ფიურერი“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

 

 

"ჩვენ ვუყურებთ მათ, ვინც ისრაელს უპირობოდ უჭერს მხარს. ვინც დღეს თვალს ხუჭავს ხოცვა-ჟლეტაზე, ხვალ ინანებს. დასავლეთის ქვეყნებმა ღაზაზე გამოცდა ვერ ჩააბარეს. მათ დაკარგეს სანდოობა. გაჩნდა ფაშისტური აზროვნება, ვინც ამტკიცებს, რომ მხარს უჭერს დემოკრატიას. მათ თვალები დახუჭეს ქალებისა და ჩვილების მკვლელობებზე", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner