ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ვიდრე ბრძოლები გაგრძელდება სამხრეთში, ბრძოლები ასევე იქნება ჩრდილოეთში.
"მაგრამ ჩვენ არ მივიღებთ ამ რეალობას დიდი ხნის განმავლობაში. დადგება მომენტი, როდესაც თუ ვერ მივაღწევთ დიპლომატიურ შეთანხმებას, რომლის ფარგლებში „ჰეზბოლა“ პატივს სცემს აქ [ჩრდილოეთში] მცხოვრებთა უფლებას, იცხოვრონ უსაფრთხოდ, ჩვენ უსაფრთხოების ძალის გამოყენებით უზრუნველყოფა მოგვიწევს", - დასძინა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.