logo_geo
eng_logo
ბორელი: ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს
- +

19 იანვარი. 2024. 23:03

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს.

 

 

ბორელმა ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საერთაშორისო ჩარევის გარეშე "სიძულვილის სპირალი თაობიდან თაობას გადაეცემა".

 

 

"აქტორები ძალიან დაპირისპირებულნი არიან იმისთვის, რომ შეთანხმების ავტონომიურად მიღწევა შეძლონ. თუ ყველა ამ გადაწყვეტის მომხრეა, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს მისი დაწესება", - განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner