logo_geo
eng_logo
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: უკრაინელები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ომს არ მოიგებენ და ქვეყნის ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ
- +

20 იანვარი. 2024. 00:44

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა ფრანგულ გაზეთ Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის წინაშე გაჩერება გამოსავალი არ არის.

 

 

"მოწინააღმდეგეს უპირატესობა აქვს ცაში. ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდულია: გვაკლია საბრძოლო მასალა, შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები, ნაღმსაწინააღმდეგო მანქანები. ამ ყველაფერზე ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და ძალიან მადლობელნი ვართ მათი", - აღნიშნა ანდრიი ერმაკმა.

 

 

"ჩვენ დროულად უნდა მივაწოდოთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ სამუშაოს შესასრულებლად. ჩერჩილმა თქვა: „მოგვეცით ხელსაწყოები და ჩვენ შევასრულებთ სამუშაოს“. ჩვენ გავაკეთებთ საქმეს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა.

 

 

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელები არ გაჩერდებიან მანამ, სანამ ომს არ მოიგებენ და ქვეყნის ტერიტორიას არ გაათავისუფლებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner