logo_geo
eng_logo
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 2,5 კილომეტრი სიგრძის სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
- +

20 იანვარი. 2024. 11:33

 

 

შპს „საქართველოს მელიორაცია“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დამშრობი სისტემის   მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

 

სოფელ გუბისწყალში, ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან მაგისტრალური კოლექტორის  2,5 კილომეტრიანი მონაკვეთი  იწმინდება.

 

ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობას გაზრდის. შედეგად, 100 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება  და აგროწარმოების შესაძლებლობა გაიზრდება.

 

სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner