logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტის სამუშაო ვერსია განიხილეს
- +

20 იანვარი. 2024. 13:26

 

 

განხილვას სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

„ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტის მიზანია, უზრუნველყოს სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ბიომრავალფეროვნების დაცვის, გრძელვადიანი შენარჩუნებისა და მდგრადი მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, ასევე, საქართველოს მიერ ბუნების დაცვის სფეროში რატიფიცირებული მრავალმხრივი ხელშეკრულებებით და ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და ქვეყნის პოლიტიკის ევროპის ბუნების დაცვის სტრატეგიებთან ჰარმონიზებისთვის.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბიომრავალფეროვნების კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) დოკუმენტი ხელს შეუწყობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით შემუშავებული დოკუმენტის შექმნას. RIA იძლევა საშუალებას, ცვლილებების დაგეგმვის პროცესში, წინასწარ განისაზღვროს ამ ცვლილების მოსალოდნელი შედეგები, გაითვალოს ყველა შესაძლო ხარჯი და სარგებელი, გამოვლინდეს გავლენის ქვეშ მყოფი ყველა მხარე, ასევე, შეფასდეს ცვლილების განხორციელების სხვადასხვა ალტერნატივა, რათა შეირჩეს ყველაზე ეფექტიანი საშუალება.

 

ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში კომპანია ACT-ის მიერ შემუშავდა.

 

აღსანიშნავია, რომ პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, 2021 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და აღდგენის ხელშეწყობა, სამინისტროსა და მასში შემავალი უწყებების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, რისთვისაც არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა ხორციელდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner