„9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ვატო შაქარიშვილის თქმით, რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებენ თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდეს.
„9 წლის წინ, ამ დღეს ააფეთქეს საკუთარი შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილი. ნაც-მოძრაობის რეჟიმმა, ჯერ უდანაშაულო შვილი ჩაუცხრილა შუა ქუჩაში, შემდეგ კი, უკვე ხელისუფლებიდან ჩამოშორებულებმა მოახერხეს არაადამიანური სისასტიკით გასწორებოდნენ შვილმოკლულ მამას, რეჟიმთან შეუპოვარი ბრძოლის გამო…
ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ რა მიზნით და რა სახელწოდების ორგანიზაციების შექმნა გვიწევდა სააკაშვილის რეჟიმის წლებში… არასამთავრობო ორგანიზაცია - გადაარჩინე სიცოცხლე… თუნდაც, მხოლოდ ამ ოფისის არსებობა მეტყველებს იმაზე თუ რა საშინელი პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ. ეს სახელი, ეს რეალური ისტორიები ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ისინი ხელისუფლებაში არასოდეს არ უნდა დაბრუნდნენ! ერთად, ცალ-ცალკე თუ ახალი კონფიგურაციებით ამას არ აქვს მნიშვნელობა!“- წერს ვატო შაქარიშვილი facebook-ზე.