logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი. ვაცადოთ მას, მოიხადოს სასჯელი
- +

20 იანვარი. 2024. 13:55

 

 

ჩემი პოზიციაა, რომ უნდა დავივიწყოთ მიხეილ სააკაშვილი. ვაცადოთ მას, მოიხადოს სასჯელი. იქნება ის კლინიკაში, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამას გადაწყვეტენ ექიმები და თავად პენიტენციური სისტემა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განუცხადა.

 

იგი გამოეხმაურა პოლიტიკოსთა ნაწილის განცხადებებს, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანაზე.

 

„რაც უფრო მეტად დაავიწყებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ ტელევიზია მის თავს მით უფრო კარგი, თავად მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისთვისაც კარგი იქნება და მით უფრო კარგი, საზოგადოებისთვის. მაგრამ პრობლემაც ეს არის, რომ დღეს სააკაშვილს მფარველობს, სამწუხაროდ, ძლიერი ჯგუფები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. ეს იმდენად ძლიერი ჯგუფებია, რომ მათ შეძლეს, უცხოურ მედიაში ეყიდათ სტატიები, სიუჟეტები, პოლიტიკოსების განცხადებები. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ლობისტებმა ტექსტები ჩაწერეს და შემდეგ ჩვენ გავარკვიეთ ამერიკული რეესტრიდან ამონაწერით, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ რეზოლუციებს, რომელსაც შემდეგ ევროპარლამენტი იღებდა საქართველოსთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით - სავსე იყო ტყუილითა დეზინფორმაციით.

 

2 წელი გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი შემოაპარეს საქართველოში. სამწუხაროდ, ბევრმა შეირცხვინა თავი იმით, რომ ერთი მხრივ, ისინი მხარს უჭერენ ტირანიისა და ადამიანის ჩაგვრის სისტემის შემქმნელს და მეორე, მოქმედებდნენ აბსოლუტური ფარული, ანტიქართული გეგმებით, თავის დროზე იმით, რომ მას აფარებდნენ ევროპასა და სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა სტრუქტურების დერეფნებში ის თავისუფლად დადიოდა და მას ხვდებოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner