logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: შანსები როგორც არ ჰქონდათ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასევე არ ექნებათ შემდგომაც
- +

20 იანვარი. 2024. 13:59

 

 

გუშინ იყო საუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი ქვედანაყოფის შექმნასთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ეს ხალხი ჭკუას ვერ სწავლობს და ამის განაჩენს ისინი წლის ბოლოს, არჩევნებზე იხილავენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ოპოზიციის გადაჯგუფებაზე საუბრისას განუცხადა.

 

„კიდევ ერთხელ, პრობლემა არ არის იმაში, როგორი სტრუქტურა აქვთ, როგორ გადაჯგუფდებიან. პრობლემა არის მათ ფილოსოფიაში. ის პოლიტიკური ორგანიზაციები და პარტიები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ, რომ ისინი საერთოდ ხმას მიიღებენ ქვეყნის მოქალაქეებისგან, როდესაც ხედავენ, რომ მათი კუთვნილ ტელევიზიებს შობის საღამოს გაჩაღებული ჰქონდათ მრევლის შევიწროებისა და ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანია და როდესაც ხედავენ ისინი, რომ ყველა მათი ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ეროვნული, მათ შორის, უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ. ამიტომ, შანსები როგორც არ ჰქონდათ ბოლო 12 წლის განმავლობაში, ასევე არ ექნებათ შემდგომაც“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისივე თქმით, არასოდეს ისტორიაში არ ყოფილა, რომ ოპოზიციას საჯაროდ ამბობდა, ჩართავდა საქართველოს რუსეთთან ომში და ჩააგდებდა ქართველ ხალხს ეკონომიკურ კოლაფსში.

 

„საბოლოო ჯამში, საკუთარ თავს უნდა შეხედონ, მათი დამსახურებაა ის, თუ რა პრობლემებიც აქვთ. ნებისმიერი კვლევა აიღეთ, რა თანაფარდობები არის ოპოზიციასა და ჩვენს პარტიას შორის, ოღონდ კეზერაშვილის შეკვეთილ კვლევას მაინც და მაინც ნუ ენდობით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner