logo_geo
eng_logo
გიორგი მიქაუტაძე: გატანა ამხანაგურ შეხვედრაშიც სასიამოვნოა
- +

20 იანვარი. 2024. 14:51

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა „სვიფტ ესპერანჟთან“ ამხანაგური მატჩის შესახებ.

 

ქართველმა ფეხბურთელმა დიდი ხნის პაუზის შემდეგ გოლები გაიტანა. „მეცში“ დაბრუნებულმა მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში, ხოლო მისმა გუნდმა 4:1 გაიმარჯვა.

 

„გოლების გატანა სასიამოვნოა. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ველოდი. ჩემპიონატში სასურველი შედეგის მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გამარჯვების და გოლის გემოს კიდევ ერთხელ განცდა სასიამოვნო იყო, თუნდაც ამხანაგურ მატჩში“, – განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

 

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამის „აიაქსში“ გადასვლის შემდეგ ქართველ თავდამსხმელს ხან ფლანგის ნახევარმცველად, ხან კი „ათიანის“ პოზიციაზე ათამაშებდნენ. ამსტერდამში გატარებული დროის მანძილზე მან გოლის გატანა ვერ მოახერხა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner