logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, სირიაში ისრაელის სარაკეტო თავდასხმას ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური წარმომადგენელი ემსხვერპლა
- +

20 იანვარი. 2024. 15:08

 

 

მედიის ცნობით, ისრაელის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის ოფიციალური წარმომადგენელი დაიღუპა.

 

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, თავდასხმას ჯამში, ოთხი პირი ემსხვერპლა.

 

წყაროს ცნობით, შეტევა იმ შენობაზე განხორციელდა, რომელსაც გვარდიის კორპუსის წარმომადგენლები იყენებდნენ.

 

ირანული მხარე აცხადებს, რომ დამასკოზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, ირანის გვარდიის ორი სამხედრო მრჩეველია დაღუპული.

 

ისრაელის მხრიდან კომენტარი არ გაკეთებულა.

 

როგორც დამასკოს ერთ-ერთი საავადმყოფოს ხელმძღვანელი განმარტავს, მათ საავადმყოფოში მიიღეს ერთი გარდაცვლილი და სამი დაჭრილი ადამიანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner