პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" საარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობისა და კულტურის პუპულარიზაციის მიზნით გასატარებელ რეფორმებს ეხება.
„საქართველოში გატარებული რეფორმებისა და მიღწევების საზღვარგარეთ აქტიურად წარმოჩენის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის, ქართული ექსპორტის გაზრდისა და საერთაშორისო ეკონომიკურ პროცესებში ქვეყნის სრულფასოვანი მონაწილეობის მიზნით:
- გააქტიურდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის ეკონომიკური კომპონენტი. დაინერგება კომერციული ატაშეს ინსტიტუტი;
- განხორციელდება საგარეო ეკონომიკური ურთიერთობათა მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფა და გაფართოება (ინვესტიციების ურთიერთწახალისების, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, ვაჭრობის ხელშეწყობის და სხვა მიმართულებებით);
- ხელი შეეწყობა ორმხრივი და მრავალმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, ქვეყნის ექსპორტის დივერსიფიკაციას;
- ხელი შეეწყობა საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო, საკომუნიკაციო, სატრანსპორტო, ლოჯისტიკური, ენერგეტიკული, ტექნოლოგიური, ტურისტული და საფინანსო კვანძის („ჰაბის") პოპულარიზაციას;
- ხელი შეეწყობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის რეალიზაციის შემდგომ ზრდას;
- ხელი შეეწყობა საქართველოში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შემოტანას;
- ხელი შეეწყობა საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციას;
- განხორციელდება საქართველოს ექსპორტირებისა და ბიზნესინტერესების უცხოურ ბაზარზე ლობირება;
- ხელი შეეწყობა ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიზნესგაერთიანებებ შორის პირდაპირი კავშირების დამყარებას და თანამშრომლობის განვითარებას, გაგრძელდება უცხოეთში ქართული ბიზნესის ინტერესების დაცვა", - ნათქვამია „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამაში.