logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: თუ კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინის დახმარებას, რუსეთი რამდენიმე კვირაში მოიგებს ომს
- +

20 იანვარი. 2024. 18:24

 

 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ თუ კონგრესი უკრაინას დამატებით დახმარებას არ გაუწევს, რუსეთი ომს საუკეთესო შემთხვევაში რამდენიმე კვირაში ან თვეში მოიგებს.

 

NBC News-ის ცნობით, ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა და დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა ამის შესახებ ოთხშაბათს კონგრესის ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადეს.

 

მათ აღნიშნეს, რომ უკრაინა ამოწურავს გარკვეულ საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობებს მომავალ კვირებში.

 

სალივანმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება წლის განმავლობაში.

 

წყაროების თანახმად, თეთრი სახლის ოფიციალური პირები „სულ უფრო მეტად შეშფოთებულნი არიან იმ პერსპექტივით, რომ ბაიდენი ვერ შეასრულებს თავის დაპირებას“.

 

„კონგრესის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის დახმარება ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტია, მაგრამ აღიარეს, რომ იყო უთანხმოება საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner