logo_geo
eng_logo
რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ
- +

20 იანვარი. 2024. 18:25

 

 

რუსული მედიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სავალდებულო აღრიცხვა მოუწევთ. როგორც რუსეთის მთავრობის მიერ დამტკიცებულ საიმიგრაციო პოლიტიკის გეგმაშია აღნიშნული, საზღვარგარეთ მცხოვრებმა რუსეთის მოქალაქეებმა აღრიცხვა საკონსულოებში უნდა გაიარონ.

 

ასევე, იურიდიულად განისაზღვრება ცნება „მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს რუსეთის საზღვრებს გარეთ“ და დადგინდება მისი სამართლებრივი სტატუსი.

 

გეგმა ითვალისწინებს რუსეთში ჩასული უცხო ქვეყნის მოქალაქეების ციფრული პროფილის შექმნასაც, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს მის ბიომეტრიულ მონაცემებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner