logo_geo
eng_logo
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიურ „ემპოლიში“ გააგრძელებს
- +

20 იანვარი. 2024. 18:49

 

 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საბა გოგლიჩიძე კარიერას იტალიის სერია A-ს კლუბ „ემპოლიში“ გააგრძელებს. გოგლიჩიძემ ახალ გუნდთან კონტრაქტს 2028 წლის 30 ივნისამდე მოაწერა ხელი და 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

 

საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა, სადაც გასულ სეზონში, ეროვნულ ლიგაში 14 მატჩში ჩაატარა. გარდა ამისა, 19 წლის მცველი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია. ის ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი კვერნაძის და საბა საზონოვის შემდეგ, მე-4 ქართველია, რომელიც იტალიის უმაღლეს დივიზიონში ითამაშებს.

 

„ემპოლის“ 20 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ცხრილის მე-19 პოზიციაზე იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდის ღირსებას 2008-2019 წლებში ლევან მჭედლიძე, 2011-2015 წლებში კი ირაკლი შეყილაძე იცავდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner