logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე ოპოზიციაზე: სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთათვისაც ის ისტორია, კულტურა და ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, არაფერს წარმოადგენს
- +

20 იანვარი. 2024. 20:50

 

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე აცხადებს, რომ სამწუხაროდ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვის რელიგიური მრწამსი არაფერს წარმოადგენს. როგორც უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებები მხოლოდ ვიწროპარტიულ ინტერესს ატარებს.

 

 

სამწუხარო და გასაკვირია, რომ ჩვენს საზოგადოებაში არიან ისეთი ადამიანები, რომელთათვისაც ეკლესია, რელიგიური მრწამსი, ის ისტორია, კულტურა და ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ღირებულებებია, არაფერს წარმოადგენს და მათ აქვთ მხოლოდ ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესები, რომლითაც ისინი მოქმედებენ, -

ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებები აბსურდულია და საზოგადოების მხრიდან არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს. საზოგადოება ხედავს თუ ვინ დგას ქვეყნის, საზოგადოებისა და ამ ქვეყნის ღირებულებების ინტერესების სადარაჯოზე“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner