"ოპოზიცია მიექანება დაღმართში, დიდი ხანია უკვე ეს მდგომარეობაა და ვერაფრით ამუხრუჭებენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ„ქრონიკაში“ განაცხადა.
„უფსკრულისკენ მიექანება მაგალითად ნაცმოძრაობა, რომელიც ოპოზიციაში დომინანტი იყო და არც ცდილობენ დამუხრუჭებას, თითქოს ეჩვენებათ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან. მგონია, რომ თუ დამუხრუჭება უნდათ, აუცილებელია აღიარონ ის მცდარი ნაბიჯები, რაც გადადგეს. რასაკვირველია, რომ საზოგადოება აბსოლუტურად შეუწყნარებელი იქნება, როდესაც აღმოჩნდა, რომ ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ქვეყანას ხელს უშლიდა კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში“, - აღნიშნა სარჯველაძემ.