logo_geo
eng_logo
სოსო შატბერაშვილი: შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2“-ს 100 ათასი გადაურიცხა
- +

13 სექტემბერი. 2016. 14:22




„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა შალვა ნათელაშვილის მეუღლეს მიმართა და ურჩია წიგნების წერის ნაცვლად მეუღლის ჯანმრთელობას მიხედოს. როგორც შატბერაშვილმა „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას ფსიქიატრებმა უთხრეს, რომ ნათელაშვილი სამკურნალოა და ინსულტის წინა მდგომარეობაშია.


მინდა, მივმართო შალვას მეუღლეს, ქალბატონო ბელა, თქვენ ხართ პოეტისტკა და ნოველისტკა. თქვენი წიგნები ლამის ბესტელერად იქცა, მაგის წერის ნაცვლად, მე მოგიწოდებთ, მიხედოთ თქვენი მეუღლის ჯანმრთელობას. გუშინ ის 2000 ევროდ ნაყიდი პიჯაკიდან კინაღამ ამოხტა.  დამირეკეს ცნობილმა ფსიქიატრებმა და მითხრეს, მიხედეთ ამ ადამიანს, ის არის სამკურნალო და ის არის ინსულტის წინა მდგომარეობაში", - განაცხადა შატბერაშვილმა.

 

„მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან" გარიგებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა დიდი ქონება „ბინძური გარიგებებით" დააგროვა.


შალვა ნათელაშვილმა „რუსთავი 2"-ს 29 აგვისტოს 100 000 გადაურიცხა, გარდა იმისა, რომ მას გააჩნია უფასო საეთერო დრო, მან მაინც გადაურიცხა „რუსთავი 2"-ეს თანხა. დღეს შალვა ნათელაშვილს გახსნილი აქვს შპს, რომლის სახელწოდებაც არის „ნათელაშვილი და ნაციონალები", და მისი ლოზუნგია - თუ ფული გაქვს, შენი ვარ, თუ არა და, სხვისი ვარ". შალვას აქვს ძალან დიდი ქონება და მთელი ეს უზარმაზარი ქონება მან დააგროვა ბინძური გარიგებებით სხვადასხვა ვითომდა მის მოწინაააღმდეგე პარტიებიდან. ის გაურიგდა „ნაციონალურ მოძრაობას" მაშინ, როდესაც ჩვენ ვიყავით ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელები, ჩვენთვის ცნობილი გახდა ეს, ისრაელის მოქალაქე, ვინმე ანატოლი მოტკინმა, რომელიც გახლავთ სააკააშვილის მოლარე, მას მიუტანა ავსტრიაში დიდი თანხა, რომელიც განათავსა ბელა ალანიამ ავსტრიის ბანკში, ამის დეკლარირება არსებობს", - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner