"ოპოზიციასთან ანგარიში და დაპირისპირება არ არის ხელისუფლების გეგმების მთავარი მსაზღვრელი. ხელისუფლებას აქვს კონკრეტული გეგმები - როგორ წაიყვანოს ქვეყანა უკეთესი მომავლისკენ, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„პირველ რიგში, ეს უკავშირდება მშვიდობას. საზოგადოება ხვდება და აფასებს, რაოდენ საცალფეხო გზაზე გავატარეთ ქვეყანა საბედნიეროდ წარმატებულად საიმისოდ, რომ მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ეს მშვიდობა მოითხოვს გაფრთხილებას“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.