ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ისრაელი „ჰამასის“ შექმნაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ბორელის განმარტებით, „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, რათა „ფათჰი” - პარტიის მიერ მართული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია დაესუსტებინა.
ამასთან, ევროპელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს.