logo_geo
eng_logo
ჟოზეფ ბორელმა ისრაელი „ჰამასის“ შექმნაში დაადანაშაულა
- +

21 იანვარი. 2024. 01:45

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ისრაელი „ჰამასის“ შექმნაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ესპანეთში, ვალიადოლიდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

ბორელის განმარტებით, „ჰამასი“ ისრაელის მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, რათა „ფათჰი” - პარტიის მიერ მართული პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია დაესუსტებინა.

 

 

ამასთან, ევროპელი მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ერთადერთი მშვიდობიანი გადაწყვეტა პალესტინის სახელმწიფოს შექმნას მოიცავს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner