ბერლინში სატვირთო მანქანების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ბრანდერბურგის კარიბჭესთან მათ 500-მდე სატვირთო დააყენეს.
აქციის მონაწილეებმა საგზაო გადასახადის გაზრდა გააპროტესტეს.
გერმანიის პარლამენტმა საწვავზე მომუშავე სატვირთო მანქანებისთვის გადასახადი გასული წლის ოქტომბერში გაზარდა, ელექტრო და წყალბადზე მომუშავე მანქანებს, კი საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხო.