რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამ რეგიონში უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით თავდასხმები განხორციელდა.
ღამე განგაში ორლოვის, სმოლენსკისა და ტულის ოლქში გამოცხადდა. ამ ეტაპზე ინფორმაცია მსხვერპლსა ან ზარალის შესახებ არ გავრცელებულა. კომენტარი არც უკრაინის ხელისუფლებაში გაუკეთებიათ.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დრონები შენიშნეს სანქტ-პეტერბურგთან. ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა კი განაცხადა, რომ უსტ-ლუგის პორტში ხანძარია. ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის უწყებაში ამ ეტაპზე არ ეხმაურებიან.